11/07/23734 ნახვა წყარო: Radiotavisufleba.geფოტო: Radiotavisufleba.ge

ქუთაისის აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს

ძლიერი წვიმით გამოწვეული დაზიანების გამო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. როგორც აეროპორტის ადმინისტრაცია იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, მუშაობა 11 ივლისს, 07.00 საათზე განახლდება.
აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზად დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმა არის დასახელებული.
„უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას", - ვკითხულობთ ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობაში.
10 ივლისი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.


10 ივლისს ქუთაისის აეროპორტი ძლიერმა წვიმამ დატბორა. ასაფრენი სივრცის დარბაზში ჩამოვარდა ჭერის ფრაგმენტი. აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო გაუქმდა და გადაიდო ფრენები.10 ივლისს იგეგმებოდა მოსკოვი-ქუთაისის პირველი რეისი. რუსული ავიაკომპანიის Red Wings-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა აეროპორტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მოსკოვის რეისი იგვიანებს. სხვა ფრენების გრაფაში კი მითითებულია, რომ გაუქმდა.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აღარ გამართეს აქცია, რომლითაც მოსკოვიდან ჩამოფრენილ მგზავრებს უნდა დახვედროდნენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა, მგზავრთა ნაკადის მატების და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2022 წელს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ–დასაფრენ ზოლს და აეროპორტის გამართულად ოპერირებისთვის აშენდა ახალი ტერმინალი.
აეროპორტის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციით, აეროპორტს შეუძლია ერთდროულად 600 მგზავრის და ოთხი თვითმფრინავის მიღება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,