10/07/23522 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ბარამიძე - პუტინი არის საქართველოს მტერი - მისი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია იმ მიმართულებით, რასაც საქართველოს მტრობა, ოკუპაცია და ანექსია ჰქვია

პუტინი არის საქართველოს მტერი. ეს აქამდეც ძალიან კარგად ვიცოდით ყველა ნორმალურმა ქართველმა და ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ მიმართულებით, რასაც საქართველოს მტრობა, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია ჰქვია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონზე პუტინის ხელმოწერას გამოეხმაურა.
„ვიცით, რომ ამას პუტინისტური, მოღალატეობრივი რეჟიმი არანაირად არ გაითვალისწინებს, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უკან დაუბრუნდება პუტინს და საქართველოს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული, რადგანაც საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომლის მთლიანობა და სუვერენიტეტი არის აღიარებული მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკის შორის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი.
შეთანხმება „არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას“ ითვალისწინებს. ამავე კანონით გათვალისწინებულია შემდეგი: პირს, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, აფხაზეთის მოქალაქეობას ფლობდა და ის დღემდე შეინარჩუნა, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეეძლება. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მუდმივი ბინადრობის მიხედვით ყველა სოციალური უფლებით ისარგებლებენ და მათ ამ მხარის სამხედრო სამსახურში გაწვევის წესიც შეეხებათ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.