07/07/23292 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩეხეთი უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს გადასცემს და კიევს F-16-ის პილოტების მომზადებაში დაეხმარება

ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს გადასცემს და კიევს F-16-ის პილოტების მომზადებაში დაეხმარება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩეხეთი უკრაინას მფრინავების მომზადებაში დაეხმარება, მათ შორის F-16ის პილოტების და ჩვენ უკრაინას მივაწვდით F-16 ფრენის ტრენაჟორებს, რათა სწავლება არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ უკრაინაშიც მოხდეს", - თქვა ფიალამ.
როგორც ფიალამ აღნიშნა, ჩეხეთის რესპუბლიკამ უკვე გაგზავნა უკრაინაში 676 მძიმე ტექნიკა და 4 მილიონზე მეტი საშუალო და დიდი კალიბრის საბრძოლო მასალა.
ფიალას თქმითვე, ამჟამად ჩეხეთი და მისი მოკავშირეები განიხილავენ გზებს, თუ როგორ შეიძლება რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად გამოიყენონ.
"ეს არ არის მარტივი თემა, არც ლეგალური და არც სხვა კუთხით, თუმცა აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა შევძლოთ ეს გაყინული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოვიყენოთ", - თქვა ფიალამ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრაღაში გუშინ, 6 ივლისს ჩავიდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY