28/06/23654 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რიკარდ იოზვიაკი - შესაძლოა, უნგრეთმა თქვას: „გვსურს საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და სწორედ, ამ წინაპირობით მოვხსნით ვეტოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს“

უკრაინის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, დეკემბერში ბევრი ქვეყანა მზად იქნება კომპრომისზე წავიდეს , - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა.
მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა უნგრეთის პოზიციაზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე
„უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთს, ისვე როგორც ევროკავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს, დიდი გავლენა აქვს, რადგან საბოლოო ჯამში 27-ვე ქვეყანას თანასწორი ვეტოს უფლება აქვს. მაშინაც კი, როცა პატარა ქვეყანა ხარ, იგივე გავლენა გაქვს, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც იყოს გერმანია ან საფრანგეთი. შესაბამისად, უნგრეთს ძალიან მნიშვნელოვანი კოზირი აქვს.
ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც უნგრეთის მიერ შეიძლება გადაიდგას ეს არის შემდეგი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა დაკავშირებული იქნება ეთნიკურ უმცირესობასთან საგანმანათლებლო კანონის პრაქტიკაში განხორციელება, ამ საკითხებს ბუდაპეშტი ყურადღებას აქცევს, ამიტომ მათ [უნგრეთს] შეუძლიათ თქვან, რომ: თქვენ არ აკეთებთ საკმარისს იმისათვის, რომ დაიცვათ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, თქვენ ახდენთ მათ დისკრიმინაციას, ამიტომ ჩვენ ვერ მივცემთ უკრაინას იმის საშუალებას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. შემდგომ უნგრეთი მოითხოვს მეორე რაღაცას იმისათვის, რომ ვეტო არ დაადონ ამ შეთავაზებას. პოტენციურად ეს შეიძლება იყოს: გვსურს საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და სწორედ, ამ წინაპირობით მოვხსნით ვეტოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.
უკრაინის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, დეკემბერში ბევრი ქვეყანა მზად იქნება კომპრომისზე წავიდეს“, - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
მან ასევე ისაუბრა თბილისსა და ბუდაპეშტს შორის თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში ვიზიტი, ასევე, უნგრეთის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური ლექსიკა იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ უნგრეთისა და საქართველოს მთავრობები თანამშრომლობენ.
ასევე, მან ისაუბრა ბალტიისპირეთის ქვეყნების საქართველოსთან მიმართებით სკეპტიკურ განწყობილების მიზეზზე და განმარტა, რომ ბალტიის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ესტონეთის და ლიეტუვას პოზიცია არის კრიტიკული კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო.
„მაგალითად, ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკან იქნა გამოთხოვილი. ასევე, რუსეთთან ფრენების აღდგენა. ბალტიის ქვეყნები მკაცრად უდგებიან იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა. როდესაც სანქციებისგან გადახვევას ხედავენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისგან რომლებსაც ევროკავშირში წევრობა სურთ, მათ ეს ყველაფერი არ მოსწონთ. მათ სურთ, რომ საქართველომ სრულად შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს ან უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატოს. ვეტო, რომელიც შესაძლოა უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაადოს, შეიძლება იგივე ვეტო გამოყენებულ იქნას სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგაც. ამიტომ საჭირო იქნება მოლაპარაკებები, იმისათვის, რომ ყველამ მიიღოს ის , რაც სურს“, - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA