28/06/23444 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მსგავსი დანაშაულების უპირველესი ამოცანა წარუმატებელი პროპაგანდის გადარჩენა-გაცოცხლების მცდელობაა - ნიკა გვარამია ოპონენტებზე თავდასხმებზე

ნიკა გვარამია გუშინ საღამოს, მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და წერს, რა მიზანს ემსახურება მსგავსი ფაქტები. მისი შეფასებით,  მსგავსი დანაშაულების უპირველესი ამოცანა წარუმატებელი პროპაგანდის გადარჩენა-გაცოცხლების მცდელობაა:
"მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა არ არის მხოლოდ (და არც უპირველეს ყოვლისა) მწვავედ კრიტიკული ოპონენტის დანაშაულებრივი გზით დასჯა. სინამდვილეში, ამ, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის და სხვა მსგავსი დანაშაულების უპირველესი ამოცანა წარუმატებელი პროპაგანდის გადარჩენა-გაცოცხლების მცდელობაა: "პატრიარქს აგინა", "ერეკლეს (საქართველოს დიად წარსულს) შეურაცხყოფს", "LGBT პროპაგანდა" - ამ პროპაგანდისტულმა მესიჯებმა არ იმუშავა, იმედი, რ2 და სხვა პროპაგანდისტები ჩაფლავდნენ, არ გაიწოვა ეს აბსურდი ხალხში, ფუჭად დაითესა და მოსავალი არ მოვიდა.
შესაბამისად, საჭირო გახდა რაღაც საინფორმაციო მოდუსი ("ნიუს პოვოდი" ძველ ტელევიზიონშიკურ ენაზე), რომლის მეშვეობითაც პროპაგანდისტული ყალბი ჰიპერტექსტები ვირუსულად გავრცელდება და ტვინში გაჯდება. ეს პლატფორმა მაქსიმალურად სანახაობრივი, დასამახსოვრებელი და პროპაგანდასთან ერთი შეხედვით კავშირში არმყოფი უნდა იყოს. ჰოდა, აირჩა კიდევაც თავდასხმების ფორმა, რომელიც ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. 
პროპაგანდის ამ ფორმის მთავარი ძალა, სამწუხაროდ და ერთი შეხედვით პარადოქსულად, ჩვენშია - ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში და მედიებში. პროპაგანდის ვერაგული ფორმა სარკისებური პროპაგანდაა, რაც ლიბერალური მედიის მიერ პროპაგანდის გაშუქებაში ვლინდება, რა დროსაც ჩვენ უნებურად ვავრცელებთ პროპაგანდისტულ ჰიპერტექსტებს, ვერთვებით და ამით ვქმნით პროპაგანდისტულ დისკურსებს. 
ამიტომაც, ჩვენზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, გავაშუქოთ იმგვარად, რომ უკუშედეგი - პროპაგანდის გაძლიერება არ მივიღოთ, მისი დამარცხების და პროპაგანდისტული მითების დამსხვრევის ნაცვლად." წერს "მთავარი არხის" დამფუძნებელი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY