კრამატორსკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის 3 ბავშვია
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 27 ივნისს კრამატორსკზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. უწყების ცნობითვე, დაშავდა 56 ადამიანი.
ცნობისთვის, 27 ივნისის ღამეს რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში კვების ობიექტს დაარტყეს. დაჭრილებს შორის 3 უცხოელია.
"28 ივნისს, 07:00 საათისთვის, დანგრეული კაფის შენობის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილის (მათ შორის 3 ბავშვის, ორი დაბადებული 2008 და 2011 წლებში) ცხედარი ამოიყვანეს, დაშავდა 56 ადამიანი (მათ შორის 1 ბავშვი 2022 წელს დაბადებული. სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა", - ამბობს უწყება.ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ცნობისთვის, 27 ივნისის ღამეს რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში კვების ობიექტს დაარტყეს. დაჭრილებს შორის 3 უცხოელია.