ლიეტუვა უკრაინას 2 NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას გადასცემს
უკრაინა ლიეტუვასგან ორ ერთეულ NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Twitter-ზე წერს. ნაუსედას თქმით, საჰაერო თავდაცვა მთავარია უკრაინის გამარჯვებისთვის.
"ლიეტუვამ შეიძინა შეიძინა NASAMS-ის ორი გამშვები მოწყობილობა, რომლებიც გადაეცემა უკრაინას.
საჰაერო თავდაცვა არის მთავარი აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლისთვის.
მოუთმენლად ველით ვილნიუსში NATO-ს სამიტზე უფრო მეტ კოლექტიურ გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდასაჭერად," - წერს ნაუსედა.