22/06/23507 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

უკრაინის გენშტაბი - ოთხი მიმართულებით მძიმე ბრძოლა გრძელდება, უკრაინელებსა და რუსებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალების დისლოცირების 13 ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერმა, გასული დღის განმავლობაში, 44 საჰაერო და სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ თავდასხმებისთვის ირანული Shahed-ის დრონები გამოიყენეს. ყველა მათგანი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს. მტერმა ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებზე და მძიმე ბრძოლა გრძელდება. აღნიშნული მიმართულებებით, რუსებსა და უკრაინელებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
„თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 12 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოცირების ტერიტორიებს და 6 - მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს. ასევე, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს რუსული “მი-24“ ტიპის ვერტმფრენი და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, 1 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, მტრის პერსონალი და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას, 13 საარტილერიო დანადგარს და მტრის საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ