19/06/23377 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თეონა აქუბარდია - ჩვენ გვაქვს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი პრეცედენტი - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის ამაზე წავიდეს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

ჩვენ გვაქვს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი პრეცედენტი. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის წავიდეს ამაზე, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თსუ-ში, გორში და ბაკურიანში მომხდარი ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ახალგაზრდებზე რევანშის სურვილი ამოძრავებს.
"ქართული ოცნება" ძალადობაზე დგას. სიახლე არაფერია, უბრალოდ სახელები იცვლება - ჯერ "ქართული მარში" იყო, შემდეგ "ალტ- ინფო", 5-6 ივლისის დაუსჯელი ძალადობა და ახლა ამ სახით მოვლენილი ახალი ინსტრუმენტი, რომ დასაჯონ ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ამ რეჟიმს. ყველას გვახსოვს ის ბრაზი, რაც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის უკან გაწვევის გამო, რაც ახალგაზრდების დამსახურება იყო და ახლა მათ რევანშის სურვილი აქვთ, ამიტომ "ფრანკლინის კლუბი" იქნება, თუ სტუდენტები, მათზე თავდასხმა არის რევანშის მცდელობა. ყველას გვახსოვს წინა კვირას ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის დედის გინება და აგრესია, რაც როგორც ჩანს, თავის ბიჭებში გაუშვეს. ეს არის კარგად ორგანიზებული, შეკვეთილი ძალადობა და პოლიცია არ არის რეაგირების და პრევენციის ფორმატში, რაც კარგად გვახსოვს 5-6 ივლისიდან და კიდევ უფრო ადრეც. "ქართული ოცნება" ერთი მხრივ, დავალებას აძლევს ამ ბიჭებს და მეორე მხრივ, პოლიციას, რათა არ ჰქონდეთ კანონის შესაბამისი რეაგირება და პრევენციული ქმედებები. მსგავსი დაპირისპირება ძალიან საშიში და საფრთხილოა. ჩვენ გვაქვს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი პრეცედენტი. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" მზად არის წავიდეს ამაზე, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს," - განაცხადა აქუბარდიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA