09/06/23625 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება აუცილებლად მოხდება, ეს გარდაუვალია - ინალ არძინბა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, არ განიხილავენ სახელმწიფოს "სუვერენულ" სტატუსს არც ერთ პლატფორმაზე და არც ერთ დონეზე. მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიებზე განიხილავენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას და ითხოვენ "ქართულმა მხარემ" მას ხელი მოაწეროს. 
არძინბა ამბობს, რომ საქართველო უარს ამბობს ხელმოწერაზე, რადგან ის აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს - "რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის საქართველოს აბსურდული ტერიტორიული პრეტენზიები.
მან გაიმეორა პრორუსული ნარატივი, რომ თითქოს უკრაინის, დასავლეთის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მუდმივი მოწოდებები სამხრეთ კავკასიაში "მეორე ფრონტის" გახსნის თაობაზე გარკვეულ რისკებს ქმნის.
"დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის გარშემო ცეცხლის რგოლის შექმნით, მას მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასია კარგი ვარიანტი და კარგი შანსია. ამიტომ, ჩვენ ველით გარკვეულ პროვოკაციულ დესტრუქციულ ქმედებებს [ამერიკის] მხრიდან და კიდევ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას", - თქვა მან.
მისივე აზრით, აშშ ცდილობს გააფართოვოს არასამთავრობო ორგანიზაციების სისტემა, რათა პირველ ეტაპზე იმუშაოს "რბილი ძალით".
"მინდა გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, ანუ ოფიციალურმა ხელისუფლებამ, აღიარა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ანუ უკვე იყო პრეცედენტები, როცა საქართველომ ოფიციალურად აღიარა აფხაზეთი. და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ახალ ისტორიულ რეალობაში ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია და ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს", - თქვა არძინბამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI