24/05/23449 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძის განცხადებით, კატარში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო მთელი მსოფლიოსათვის: „თავი დაგვანებეთ, ჩვენ რუსეთი გვინდა!“

კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გვესაუბრებოდა - ეს პრორუსი „ბოტი" იყო, რომელმაც საქართველოს სახელით რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯებით ისაუბრა - საქმე გვაქვს საქართველოს გაყიდვასთან და ევროპული ინტერესების ღალატთან! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ვაშაძის შეფასებით, პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა აბსოლუტურად ყველა კომპონენტში პუტინის პოზიციების დაცვას წარმოადგენდა.
მისივე თქმით, პრემიერ - მინისტრის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო მთელი მსოფლიოსათვის: “თავი დაგვანებეთ, ჩვენ რუსეთი გვინდა!“
ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, მოუსმინეთ “ბლუმბერგის“ ჟურნალისტის მასთან გასაუბრებას მსოფლიო მედიისა და მსოფლიო ლიდერების თვალწინ - სამწუხაროდ, საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ - მინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი.
მან უკრაინაში საომარი მოქმედების გადაწყვეტის რუსულ მოდელს დაუჭირა მხარი, რომ თითქოს და, უკრაინამ რაღაც უნდა დათმოს. თუ უკრაინამ უნდა დათმოს, მაშინ საქართველომაც უნდა დათმოს?! ანუ ჩვენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამე უნდა დავთმოთ?!
მან ასევე ერთ-ერთში დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთთან ვაჭრობის გარეშე დაინგრევა. ეს დუგინის მიერ შემუშავებული იდეოლოგიაა.
ამის შემდეგ ვინმე კითხვას დასვამს, რომ ამ ხალხს საქართველო უყვართ და ქვეყნის ევროინტეგრაცია სურთ?
ხელისუფლების მიზანია რუსეთთან პირისპირ დარჩენა, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა და ბელარუსული რეჟიმის ჩამოყალიბება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,