24/05/23378 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ინფორმაცია, ეს ხუმრობით - სერიოზულად კი, ვისაც უნდა რეალურად საქართველოში მეორე ფრონტი, ეს ძალიან კარგად ჩანს

გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია....ეს ხუმრობით. სერიოზულად კი ვისაც უნდა რეალურად საქართველოში მეორე ფრონტი ეს ძალიან კარგად ჩანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად“.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათ შორის იმ ადამიანების ინტერესშია, ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს.
გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია....ეს ხუმრობით. სერიოზულად კი, ვისაც უნდა რეალურად საქართველოში მეორე ფრონტი ეს ძალიან კარგად ჩანს. მგონი, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ნათელია, საქართველოში მეორე ფრონტი უნდა მას, ვინც ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსებისთვის, მოხალისეების გაგზავნას თვითმფრინავით და ბევრ სხვა ქმედებას ახორციელებდა, ასევე ვინც მეგობრობს იმ უკრაინელ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, სწორედ ეს ადამიანები არიან დაინტერესებულები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, დანარჩენი არასერიოზული განცხადებებია“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.
„რეალურად „ქართული ოცნებაა“ დაინტერესებული ესკალაციით, „ქართულ ოცნებას“ უნდა რუსეთთან ომი. ოღონდ რა კუთხით იცით? რომ ეს გაათამაშოს ქვეყნის საგარეო ვექტორის საბოლოო ცვლილებისთვის. მე არ გამოვრიცხავ ასეთ სცენარს, რომ რუსეთთან ერთად დაიგეგმოს პროვოკაცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA