24/05/23413 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - მხარს ვუჭერთ ყველა დოკუმენტს, სადაც დაგმობილია უკრაინაში სამხედრო აგრესია - ამასთან, მკაფიოა პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია [უკრაინაში] სამხედრო აგრესია და სადაც მხარდაჭერა არის გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან ერთად, ჩვენი პოზიცია მკაფიოა სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ირაკლი ღარიბაშვილს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა, ყველა აქცენტი გაკეთდა იმაზე, რაც უკავშირდება საქართველოს პრიორიტეტებს და საქართველოს პოლიტიკას“.
„მათ შორის, ბუნებრივია, პრემიერი შეეხო იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ქვეყანას, უკრაინელ ხალხს და ეს გამოხატულია არამარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც მხარდაჭერა არის გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან ერთად, ჩვენი პოზიცია, ბუნებრივია, მკაფიო სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ დავშლით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა კატარის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლიდან განცხადების იმ ნაწილზე, სადაც პრემიერი ამბობს, რომ „კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი“.
„ეს იყო ფაქტის კონსტატაცია. მე შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი,პრეზიდენტის შემდეგ ამაზე მაღალი თანამდებობის პირი არ არსებობს. დანილოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. პოდოლიაკი, რომელი დღემდე გახლავთ ზელენსკის მთავარი მრჩეველი ის პირდაპირ საუბრობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქვეყნის შიგნით. მგონი, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი იცოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ეს მძიმე ინფორმაცია უნდა იყოს გაზიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI