23/05/23539 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ - ვაგრძელებთ ბელგოროდის გათავისუფლებას - რუსეთს არ აქვს რეზერვები სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ აგრძელებენ ბელგოროდის ოლქის გათავისუფლებას, - ამის შესახებ „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ „ტელეგრამზე“ წერს. მათივე მტკიცებით, რუსეთს სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის საჭირო რესურსები არ აქვს.
„რუსეთის ფედერაციის არმიამ ვერაფერი დაუპირისპირა პატრიოტ მოხალისეთა ჯგუფს, რომლებმაც იარაღი აიღეს და უშიშრად, ღიად დაუპირისპირდნენ მოსკოვის რეჟიმს რუსეთის თავისუფალი მომავლისთვის. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და რუსეთის ფედერაცია ძლიერია. რუსეთს არ აქვს რეზერვები სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის. ყველა სამხედრო მოსამსახურე დაღუპულია, დაჭრილია ან უკრაინაშია. რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად დაუცველია. ბელგოროდში პანიკაა, ნაწილობრივ მიმდინარეობს ორგანიზებული ევაკუაცია, მაგრამ უმეტესწილად სპონტანური გაქცევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ბელგორიდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს ოლქის ტერიტორია ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან რამდენჯერმე დაბომბეს. მისი თქმით, დაიჭრა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა 29 საცხოვრებელი სახლი და 3 ავტომობილი, 14 დასახლებას კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის ავიაციამ, არტილერიამ და ქვედანაყოფებმა „70-ზე მეტი უკრაინელი ტერორისტი“ გაანადგურეს, რომლებიც, უწყების მტკიცებით, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე იყვნენ შეჭრილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY