19/05/23357 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - „რუსული ოცნება“ ზარზეიმით ხვდება აეროპორტში რუსულ ხომალდს, რომლის მიმართულებაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე განსაზღვრეს - საღამოს 19:00 საათზე პარლამენტთან დავიწყოთ შეკრება და გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას

ზარზეიმით ხვდება „რუსული ოცნება“ აეროპორტში რუსულ ხომალდს, რომლის მიმართულებაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე განსაზღვრეს - საღამოს 19:00 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება პარლამენტთან და გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას და მთელ მსოფლიოს, - ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება მიდის ხალხის და კონსტიტუციის წინააღმდეგ,სადაც წერია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
„რუსულმა პარტიამ საქართველოში კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა. საქმე ეხება 123 ქვეყანაში ძებნილ სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ამ წუთებშიც ახორციელებს საქართველოს ოკუპაციას, უკრაინაში აწარმოებს ბარბაროსულ ომს, სადაც ხოცავს ბავშვებს და ქალებს და ამასობაში არ მოიძებნა ქვეყანა მსოფლიოში, გარდა საქართველოსი, რომელიც მკვლელ პუტინთან დაზავდებოდა, მის გადაწყვეტილებას უწოდებდა კეთილშობილურს და მეტიც, ზარზეიმით ხვდება „რუსული ოცნება“, ხელისუფლება აეროპორტში რუსულ ხომალდს, რომლის მიმართულებაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ერთხელ უკვე განსაზღვრეს და მისცეს გეზი, საით წასულიყვნენ. ეს პროცესი დაიწყო რუსმა ოლიგარქმა საქართველოში და რუსულმა პარტიამ - ჩვენი ქვეყნის ბოლომდე გარუსება იმ პირობებში, როცა ევროკავშირის კარი ისე ღიაა, როგორც არასდროს, სწორედ ამ დროს გაეჩხირა კარებში ივანიშვილი და რუსული პარტია". ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მკვეთრი პოზიცია - „არა რუსულ მთავრობას“, „არა მკვლელ პუტინს“ და ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ამიტომ დღეს საქართველოს პარლამენტთან, საღამოს 7 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას და მთელ მსოფლიოს, რომ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის გარუსებას და რუსულ რეჟიმს საქართველოში. ამ დროს, როცა ჩვენ დავიწყებთ შეკრებას, პარლამენტში იქნება გომელაური, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია იმაზე, რაც ახლა ხდება და ჩვენ ვხედავთ, რომ აეროპორტში ანტიპუტინისტური აქციის მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებით აკავებენ და ძალადობენ სამოქალაქო აქტივისტებზე,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,