04/05/23711 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ძალიან გვაშფოთებს რიგი ნაბიჯები, რომელსაც [საქართველოში] ვხედავთ..." - კარპენტერი

ეუთო-ში აშშ-ის ელჩის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც ამერიკა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ხედავს. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი იყო ბოლოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის აგენტის სტატუსის მიკერებას გულისხმობდა. როგორც კარპენტერმა "მთავარ არხთან" განაცხადა, არსებობს სხვა წუხილის სხვა მიზეზებიც:
"ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ ამ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ამავე აზრზეა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბოლო კვლევებმაც დაადასტურა, თუმცა გულწრფელად გითხრათ, ძალიან გვაშფოთებს რიგი ნაბიჯები, რომელსაც ვხედავთ. ერთ-ერთი ასეთია მაგალითად სულ ბოლოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის აგენტის სტატუსის მიკერებას გულისხმობდა. ამერიკამ ბევრ პარტნიორ ევროპულ ქვეყანასთან ერთად მაშინ გამოთქვა ღრმა წუხილი, ვინაიდან ეს კანონი იყო რუსული კანონის ანარეკლი. ასევე არსებობს სხვა წუხილის სხვა მიზეზებიც, მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა მედიასთან დაკავშირებით.
ჩვენ კვლავ ვართ მოწადინებული, რომ ვიმუშაოთ ქართველ პარტნიორებთან ერთად დემოკრატიის გაძლიერებაში და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. მე ამ საკითხებზე ასევე ხშირად მაქვს საუბარი ჩემ ქართველ კოლეგასთან, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში" - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY