უკრაინამ მიიღო 1550 ჯავშანმანქანა, 230 ტანკი და ბევრი საბრძოლო მასალა - სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივნის ინფორმაციით, მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გაუწიეს, მათ შორის ჯავშანტექნიკის, ტანკებისა და საბრძოლო მასალის ჩათვლით.
„საერთო ჯამში, აშშ-ს ხელმძღვანელობით საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს უკრაინას. დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია. ეს მოიცავს 1550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკს, აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ეს დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს ოკუპირებული ტერიტორიების გაათავისუფლოს.