26/04/23617 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობა“ ერთგვარი „ტიტანიკია“ - მისი გაყოფა გარდაუვალია

„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა უბრალოდ გარდაუვალია, მათთვისაც ასე ჯობია და პოლიტიკური პროცესისთვისაც კარგია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც პარტიაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები უკვე ორად არიან გაყოფილი და მათი შერიგება შეუძლებელია.
„პარტიის ძალას განსაზღვრავს ხალხი, მისი მხარდამჭერები და მხარდამჭერების შერიგება უკვე შეუძლებელია. შესაბამისად პოლიტიკურმა ელიტამ ამ განწყობებს უნდა უპასუხოს, ყალბ შერიგებას რა აზრი ექნება? - ალბათ მალე მოხდება გაყოფა, ჩემი პროგნოზით, ზუსტად თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს არის გარდაუვალი. გაყოფა მოხდება და ელექტორატიც რაღაც პროპორციით აუცილებლად გაიყოფა, ეს გასათვალისწინებელია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტუტის“ ბოლო კვლევაზეც, IRI-ის უახლესი კვლევების შეფასებისას გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორალური ზრდის საშუალება არ აქვს და წინასაარჩევნო კოალიციები მას არაფერს მისცემს.
„ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ელექტორალური ზრდის საშუალება, ის ერთგვარი ტიტანიკია. მას 10- პროცენტიანი პარტიაც რომ შეუერთდეს, ჯამში 14%-ს პლუს 10% კი არ იქნება, იგივე 14% დარჩება ან შეიძლება 15-16% გახდეს. იმიტომ, რომ ეს პარტია ერთგვარი ტიტანიკია, რაც ხელისუფლებას აძლევს ერთგვარი ანტიკამპანიის წარმოების საშუალებას და სხვა პარტიის ელექტორატს აფრთხობს და აშორებს იმ პარტიას. ასეთი მოცემულობა შეიქმნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გარკვეული დამღა და წინასაარჩევნო კოალიციები მას არაფერს არ მისცემს, მაგრამ ის შეიძლება აღმოჩნდეს პოსტსაარჩევნო კოალიციაში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA