24/04/23512 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ღარიბაშვილი - აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა მთავრობა, სახელმწიფო, მათ გვერდით დგას

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ დღეს პირველად ისაუბრა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებზე. მან დედებს, რომლებიც ექვსი დღეა ღამეს ათენებენ კანცელარიასთან სთხოვა, ნუ გამოაყენებინებენ თავს ოპოზიციას და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას.
ღარიბაშვილს არ უთქვამს, აპირებს თუ არა მშობლების მოთხოვნა გაითვალისწინოს და მათთან შეხვედრას დათანხმდნენ.
"სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ რა ვნებათა ღელვას რომელიც შექმნილია აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ, ძალიან ავტორიტარულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ყველამ გააკეთეს მე ვფიქრობ ამომწურავი კომენტარი, მათ განმარტება მისცეს როგორც ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს, მინისტრი შეხვდა თავად, მისი მოადგილეც, არაერთი საუბარი შედგა მათთან, საჯაროდაც გაკეთდა რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელი კომენტარი, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და სამწუხაროდ, თქვენ ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია. 
მე ამ აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო, მათ გვერდით დგას და რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. მაგრამ მე მინდა მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიეთ", - თქვა ღარიბაშვილმა. 
მისი მტკიცებით, არცერთ პოლიტიკოს, რომელიც ახლა "ამ კამპანიაშია" ჩართული, არ გახსენებია ამ ბავშვების ბედი, არც მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, და არც მაშინ, როცა ოპოზიციასი არიან. მისი მტკიცებით, ამ იშვიათი დაავადების მქონე ადამიანების ჩართულობით უნდათ გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს და დივიდენდებს მიაღწიონ.
"ცდილობენ ყველა უბედურება, თუ ყველა განსაცდელი თუ გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც უბრალოდ რომ ვთქვათ, არის ამორალური საქციელი, ეს არის უზნეობა, ეს არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს". 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ