21/04/23431 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ ოცნებაა, ოპოზიციას ან კორონა დაგვემართოს, ან პარლამენტის კიბეზე დავგორდეთ და თავი გავიტეხოთ - მეც მეცინება, დაგვინახავენ, ითვლიან - „ისევ მოსულან”?

„ქართული ოცნების“ ოცნებაა ან კორონა დაგვემართოს, ან პარლამენტის კიბეზე დავგორდეთ და თავი გავიტეხოთ, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები. როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარლამენტში მიმდინარე პროცესებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია გააერთიანა. მისივე თქმით, უმრავლესობამ თავი შეირცხვინა და „სასაცილოები არიან“.
„რაც ამ კვირას ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ჩავუტარეთ, საშინელი იყო და არასდროს დაავიწყდებათ. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში თავი ჩაიწერეს - არ არსებობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინოს. უმრავლესობას ოპოზიციის ეშინია და პარლამენტში არ მოდის. თუ არ დარეგისტრირდი, არ ხარ ე.ი.
დღეს, საგამოძიებო კომისიის შექმნა „ქართული ოცნებისთვის“ არის კატასტროფა. თავი შეირცხვინეს და სასაცილოები არიან. მეც მეცინება, როგორ გვითვლიან. დაგვინახავენ, ითვლიან, - „ისევ მოსულან? კი მოსულან“. მანდატურები თითით ითვლიან.
ჩვენც გვაქვს ასეთი შიშები: ზოგი კიევიდან ჩამოვიდა, ზოგი სტამბოლში იყო სამკურნალოდ და გადმოფრინდა. სრული მობილიზაცია გვაქვს. ოპოზიცია გაგვაერთიანეს. ის, რაც 10 წელი ვერ გავაკეთეთ, „ქართულმა ოცნებამ“ გაგვაკეთებინა. კინო უნდა გადაიღო იმაზე თუ როგორი დაზაფრულები არიან. ამ კურიოზული ფაქტით ისტორიაში შევლენ, როგორც თვით ბოიკოტის გამომცხადებლები.
“ქართული ოცნების" ოცნება რა არის? როდესაც ოპოზიცია შესვენებაზე გავა, ვინმე კიბეზე დაგორდეს, ან ფეხი მოიტეხოს, ან თავი, ან კორონა დაგვემართოს, ან უკეთეს შემთხვევაში 10-10 მილიონი დოლარი დაგვირიგონ, მაგრამ იმდენად პრინციპულები ვართ, რომ 11 მილიონზე არ მოვიცვლით ფეხს. ცოტა კომიკური სიტუაციაა...“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY