20/04/23374 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - ოპოზიციამ სამგზის აჩვენა ერთიანობა, სამგზის გავაშიშვლეთ სისტემა, რომელიც მფარველობს „კლანს“ - მიზანი უკვე მიღწეულია

ის, რაც ახლა პარლამენტში ხდება, არის პირდაპირი საბოტაჟი საქართველოს ევროინტეგრაციის და ამ დანაშაულში თავისი წვლილი თავიდან ბოლომდე, 100%-ით მიუძღვის „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უკვე მესამედ ვერ ჩატარდა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ ამჯერადაც რეგისტრაციის გავლაზე უარი თქვა და ქვორუმი არ შედგა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციამ სამგზის აჩვენა ერთიანობა და სისტემა „გააშიშვლა“.
„ჩვენ ერთიანი ქმედებით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, საქართველომ იზეიმოს გამარჯვება. მთავარი გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ეს სამარცხვინო და გაფარჩაკებული „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში და რუსეთის ინტერესების გამტარებლები აღარ იქნებიან ამ პარლამენტში. დამერწმუნეთ ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა და უკვე მესამედ დაფიქსირებული ეს ერთიანობა ოპოზიციის მხრიდან და გაქცეული უმრავლესობა არის ამის რეალური და ნათელი პასუხი.
ვერაფერი სხვა დღის წესრიგში ვერ იქნება, სანამ კენჭისყრები არ ჩატარდება, თუმცა ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ მიჩვეული ვართ პროცედურების დარღვევას, კარების ჩაკეტვას, დამალვას, გაპარვას, გაქცევას, ამიტომ ბევრ რამეს უნდა დაველოდოთ. მთავარია, რომ ოპოზიციამ სამგზის აჩვენა ერთიანობა და სამგზის გავაშიშვლეთ სისტემა, რომელიც ბოლომდე გააფარჩაკდა ხალხის თვალწინ და რომელიც მფარველობს კლანს საქართველოში. მე ვფიქრობ, მიზანი უკვე მიღწეულია, მთელმა მსოფლიომ და მთელმა საქართველომ დაინახა, ვისთან გვაქვს საქმე, ასე უნდა დავამარცხოთ ერთიანობით ეს რეჟიმი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA