05/04/23332 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებამდე

9 აპრილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რომ მთელს მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ქვეყანა. ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე გამარჯვებამდე , - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან და რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად 9 აპრილის აქციის - “ერთად ევროპაში” კამპანიის ფარგლებში, თელავში, ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარედ აქცია გამართა.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სადაც მან ისაუბრა 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაზე, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე და თქვა, რომ ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს.
„ჩემო მეგობრებო, „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ფიქრობდა, რომ ეს ხალხი დაიღლება, ეს ხალხი შეწყვეტს ბრძოლას, დანებდება. თქვენ ნახეთ 7-8 მარტი, თქვენ ნახეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველმა ხალხმა დააღეჭინა „რუსული კანონი“. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ხელები ჩამოვუშვათ, ბრძოლა შევწყვიტოთ და სიმბოლურია, რომ დღეს ვართ ქალაქში, გამარჯვებულ ქალაქში, რომელმაც პირველი დასცა ბეჭებზე ბიძინა ივანიშვილი.
ჩემო კახელებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ მინდა იცოდეთ კარგად, რომ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, თქვენი ბრძოლისუნარიანობით, არ დავიღლებით, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ საქართველოს გამარჯვებამდე. ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის? - კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს. ჩვენ ყველგან შევიკრიბებით, ყველგან ერთად დავდგებით და რომ ეგონებათ, რომ დავიღალეთ, ზუსტად, მაშინ გავიმარჯვებთ რუს ოლიგარქზე.
9 აპრილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რომ მთელს მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ქვეყანა. ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე გამარჯვებამდე. რუსეთი არის დამარცხებული და ამას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY