08/03/23246 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მიზნად ისახავს დონორების მხარდაჭერის ხელის შეშლას და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას" | დიდი ბრიტანეთის საელჩო რუსულ კანონზე

"ეს კანონი მიზნად ისახავს დონორების მხარდაჭერის ხელის შეშლას და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას" - რუსულ კანონთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, რომ ეს საერთო ღირებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. 
გაერთიანებული სამეფო იზიარებს ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ღრმა შეშფოთებას გუშინ პარლამენტში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების შესახებ.
მიღების შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა.
წამყვანი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დონორების მხარდაჭერის ხელის შეშლას და ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას, რაც ეწინააღმდეგება საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ველით პარტნიორი ქვეყნისგან და რაც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მისწრაფებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ძალას გაითვალისწინონ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების წუხილი, სანამ გააგრძელებენ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას, - წერს საელჩო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY