07/03/23338 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ახლა უყურებს ის კაცი სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“, ყაველაშვილს ორჯერ მეტი პრემია გინებისთვის - გამომუშავებაზე ხართ

საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლები ხართ თქვენ - ახლა უყურებს ის კაცი სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“. ყაველაშვილს ორჯერ მეტი, იმიტომ რომ დედა აგინა აგერ დეპუტატს. გამომუშავებაზე ხართ. აი, ეს არის სიმართლე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებს მიმართა, რომ სრულ იზოლაციაში არიან და ამას ძალიან კარგად გრძნობენ.
„თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ საქართველოში ერთი წესიერი ადამიანი, რომელიც ამ კანონს უჭერს მხარს? მთელი მსოფლიო, რომ თქვენს საწინააღმდეგოდ დაირაზმა და ყველამ ზურგი გაქციათ ეს ყველამ კარგად იცით, მაგრამ მომხრე ვინ გყავთ? „იმედზე“ რომ 5-6 ნაყარნუყარა ექსპერტი გამოდის და 3 აქედან „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტი რომ იყო? ხართ სრულ იზოლაციაში. ძალიან კარგად გრძნობთ ამას, ამიტომ იმძლავრა ემოციებმა, არ მოგწონთ მოღალატე რომ გიწოდეს. ანდა, რა წესი იყო ერთ ადამიანს ჯოგურად, ტურებივით რომ მიესია 30 კაცი?! ბრბოს ინსტინქტია. ახლა შეიძლება გრცხვენიათ და გაყურსულები სხედხართ, მაგრამ რას დაესიეთ თავს ადამიანს, რომელმაც სწორი შეფასება მოგცათ? არ მოგწონთ მოღალატის სახელი? მონა მოგწონთ?
ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონი სხვანაირად მუშაობს, ვიდრე საქართველოში ამერიკული კანონი რომც იყოს. არ არის ეს ამერიკული კანონი, მაგრამ რომც იყოს, ვინაიდან, საქართველოში კანონი არ მუშაობს. საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლები ხართ თქვენ. ახლა უყურებს ის კაცი, სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“. ყაველაშვილს ორჯერ მეტი, იმიტომ რომ დედა აგინა აგერ დეპუტატს. გამომუშავებაზე ხართ. აი, ეს არის სიმართლე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY