05/03/23546 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - ე.წ. აგენტების კანონის მიღების შედეგად, საქართველო მყარად გადაინაცვლებს ისეთი ქვეყნების რიგებში, როგორიც არის პუტინის რუსეთი და ლუკაშენკოს ბელარუსი

"ლელოს" დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას საფრთხეს უქმნის.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე პარლამენტში საკითხის განხილვა არ შეწყდება.
"მსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ რას ნიშნავს ამ კანონის მიღება საქართველოსთვის - ამ კანონის მიღებით დასრულდება საქართველოსთვის ყველანაირი შანსი, რომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ამ კანონის შედეგად, ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე გამოცხადდება მმართველი რეჟიმის მიერ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად და დაიწყება მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა. ამ კანონის მიღების შედეგად, ჩვენი ქვეყანა მყარად გადაინაცვლებს ისეთი ქვეყნების რიგებში, როგორიც არის დღეს პუტინის რუსეთი და ლუკაშენკოს ბელარუსი. ამიტომ, ცხადია, არც ქართული ოპოზიცია და არც ქართველი ხალხი არ აპირებს, რომ მშვიდად გააგრძელოს შეგუება იმასთან, თუ როგორ ასრულებს დღეს ბიძინა ივანიშვილის დავალებას მისი მონა-მორჩილი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და ართმევს ქართველების არაერთ თაობას უფლებას, იცხოვროს თავისუფალ და წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოში. პროტესტი გაგრძელდება ხვალაც, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამ პროცესს არ შევაჩერებთ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ "ქართულ ოცნებას", ამ რუსულ საოკუპაციო ძალას მოუწევს პოლიტიკური ძალაუფლების დათმობა ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპული მომავლის თაობაზე არის ნათელი, თუ ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ მის პოლიტიკურ პროექტს და ევროპულ მომავალს შორის, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ჩვენი ეროვნული, ევროპული არჩევანის სასარგებლოდ", - განაცხადა სამადაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY