31/01/231 013 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა - დეკანოიძე ხაბეიშვილის განცხადებაზე

ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის განცხადების პასუხად მიიღო.
დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ პარტიის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა ხაბეიშვილის ის განცხადება, რომელიც პარლამენტიდან გასვლას და მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის სანაცვლოდ ყველაფრის დათმობას შეეხებოდა. 
"კოლეგებთან შეუთანხმებლად ესეთი განცხადებები არ კეთდება. მე არ ვიცოდი ამ განცხადების შესახებ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. ძალიან არ მომწონს, როდესაც რეალურად ხდება მხოლოდ განცხადებები და  იმის უკან არაფერი კონკრეტული ცვლილებები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა.
მე ვაპირებ მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი და რეალურად შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად არის მე ვფიქრობ პოპულისტური, მაგრამ მაინც საზიანო პარტიისთვის" ამბობს დეკანოიძე 
პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც და საკრებულოებშიც - ეს განცხადება ლევან ხაბეიშვილმა "ვივა მედთან" გააკეთა, სადაც მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მივიდა.
საკითხი კი, დატოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტსაბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ წამოაყენა იდეა, საკითხი მარტში დაგეგმილ პოლიტსაბჭოს არჩევნებში შეეტანათ და აზრი ამომრჩევლისთვის ეკითხათ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey