27/01/23752 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თაკო ჩარკვიანი - ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ნაღალატევია, ე.ი. ღია ღალატი იყო, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაგეგმეს რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა.
„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვთქვით, როცა მიშამ თქვა, რომ მე ჩამოვდივარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. როცა მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ის მზად არის ამ ყველაფრისთვის, მაგრამ იქ ვინ მუშაობდა, უკრაინაში ვინ მუშაობდა, ვის ჰქონდა ურთიერთობა?
საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ძვირი დაუჯდა, თორემ ისტორიულად უმაგრესი ნაბიჯი გადადგა. მე არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ შეცდომა მოუვიდა, არაფერი შეცდომა არ მოსვლია.
დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაგეგმეს რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ურთიერთობა მასთან ადამიანებს ჰქონდათ უკრაინაში, იქ იგეგმებოდა და ამას ვერ ასცდება ვერავინ, მისი გარემოცვა ვიღაც. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, არაჩვეულებრივი კაცი იყო ის მძღოლი, მაგრამ მასთან არ უნდა აღმოჩენილიყო. ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ნაღალატევია, ე.ი. ღია ღალატი იყო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებში „გაცურების მომენტი იგრძნო“, რადგან ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო დღეს კი საპირისპირო განცხადებებს აკეთებს.
„მე არ მიყვარს როცა ვიგრძნობ ხოლმე გაცურების მომენტს, რადგან მე კარგად ვიცი როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კეზერაშვილთან, ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ყაჩაღებისგან არ იღებენ ეგეთ საჩუქრებს. თვითონ მელია რომ აკეთებს მეორადობაზე [ავტომობილის] მახვილს, ეს არ შეიძლება. მეორადობაზე კი არ არის აქ საქმე, საქმეა ის, რომ აიღე ავტომობილი იმისგან,ვინც შენთვის თურმე მიუღებელი იყო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,