26/01/23551 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ ვარ - ვინ არის ის ახლა? სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის არ არის დაინტერესებული რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებით, ვინაიდან ის მისთვის არავინაა.
ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთში და მაშინ, როცა მოსკოვი მშვიდობას ითხოვს, ის ტყუის და ღამით რაკეტებით თავს ესხმის უკრაინას.
კითხვაზე, შეუწყობს თუ არა პუტინთან პირისპირ შეხვედრა მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას ხელს, ზელენსკიმ უპასუხა: ”ჩემთვის საინტერესო არ არის".
„არ ვარ დაინტერესებული შეხვედრით, საუბრით. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან „ნორმანდიულ ფორმატში“, ეს იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრამდე. ვნახე ადამიანი, რომელიც ერთს ამბობდა და შემდეგ მეორეს აკეთებდა. ვერ ვხვდები - მისი გადაწყვეტილებებია თუ ვინმე სხვისი? მერე რა, რომ შევხვდეთ, ხელი ჩამოვართვათ? არ არის საინტერესო. ვესაუბროთ? ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვინ არის ის ახლა? სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინს არ სურს მოლაპარაკებები, რადგან მას არ სურს მშვიდობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ ომს აწარმოებს. ის ფიქრობს, „კარგი, ახლა უკრაინაში არ გამოდის, მაგრამ დაველოდებით, მსოფლიო არ დარჩება ერთიანი, ისინი დაიღლებიან და მე კიდევ უფრო შორს წავალ". უკრაინის შემდეგ იქნება შემდგომი ნაბიჯები, იქნება სხვა ქვეყნები, თუ ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. ვფიქრობ, მოვახერხებთ, მივიღებთ მხარდაჭერას და გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,