24/01/23802 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბერძენიშვილი - "ის გოგო შემეცოდა... ამ კამპანიის უკან ივანიშვილია, ყოველთვის, როცა მასზე ვლაპარაკობ, ვამბობ, რომ უწიგნურია"

პოლიტიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი ლევან ბერძენიშვილი "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში პოლიტიკური კლანის ჟურნალისტის, „პოსტ ტვ-ის“ ნათია ბერიძის ქმედებაზე საუბრობს.
საუბარია ვიდეოზე, რომელიც თავად ბერიძემ Facebook-ზე გაავრცელა და რომელშიც ქუჩაში მოსიარულე ბერძენიშვილს ეუბნება, რომ ერეკლე მეორე გმირია, ხოლო თავად კი - არაკაცი.
ვიდეოში ჩანს, რომ სიტყვიერად არ გაგიციათ პასუხი ამ ადამიანისთვის. რას ფიქრობთ მის ამ ჟესტზე? რა განცდა დაგრჩათ?
"ცოტა გამიკვირდა სწორედ იმის გამო, რომ გულწრფელი არ იყო. ვიფიქრე, რას აძლევენ ასეთს, რომ ამას კადრულობს-მეთქი. ცოტა გაუგებარია: ადამიანთან პრეტენზია როცა გაქვს, სულ სხვანაირად იქცევი ხოლმე. მაგრამ აქ ვართ არათანაბარ პირობებში: იმან იცის მე ვინ ვარ, მე არ ვიცი, ის ვინ არის. ვერ ხვდება, რომ ასეთ დროს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ არ გრძნობს თავს უხერხულად. რომ შევხედე, გულწრფელად რომ გითხრათ, შემეცოდა. ახლა რომ ვუყურებ [ვიდეოს], სახეზე, მგონი, ეგ მაწერია, რომ ის არის ცოდო. მართალი გითხრათ, ასეთი ადამიანების ნათქვამი გულთან ძალიან ახლოს არ მიმაქვს, რადგან მე ცოტა მეტი მინახავს ცხოვრებაში, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ",-ამბობს ლევან ბერძენიშვილი. 
ამ ადამიანთან კომუნიკაცია ვიდეოს დასრულების შემდეგ აღარ ყოფილა?
"არა, არ ყოფილა იმიტომ, რომ მან ეს ყველაფერი გააკეთა და უკან შებრუნდა. იმავე შენობაში შევიდა, საიდანაც მე გამოვედი",- აღნიშნა მან. 
ამავე ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ადამიანს ერთი მხრივ თითქოს, დიდი შეურაცხყოფის მიყენება სურს, მაგრამ მის მიერვე გავრცელებულ ვიდეოში ლევან ბერძენიშვილს თქვენობით მიმართავს. 
"მგონი, ეს რაღაცაზე მიუთითებს. მათ გასაჭირი აქვთ... ინტელექტუალური [გასაჭირი]",- ამბობს ლევან ბერძენიშვილი. 
ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული ღია დევნის უკან ოლიგარქი ივანიშვილი დგას, რომელიც მან ასევე ღიად გააკრიტიკა. 
ესე იგი, ფიქრობთ, რომ მიუხედავად დამოკიდებულებისა, რომელსაც პირადად ამჟღავნებდა, ამჟამად მიმდინარე კამპანიის უკან მაინც ის [ივანიშვილი] დგას…
რა თქმა უნდა. ასეთ მასშტაბს ვერავინ მისცემდა ამ საქმეს. დიდი მასშტაბი აქვს მიცემული. შალვა რამიშვილი პირდაპირ არის ჩართული: ზის და ფიქრობს, რა გააკეთოს ცუდი. რომ ჰქონდეთ საშუალება, რაც მოითხოვეს, უნივერსიტეტებში არ უნდა ასწავლიდესო, მაგასაც განახორციელებდნენ. მაგას კიდევ შეეცდებიან, ჩემი აზრით.
მას [ივანიშვილს] არ მოსწონს ჩემი განცხადება, რომ ყოველთვის, როცა მასზე ვლაპარაკობ, ვამბობ, რომ ის არის უწიგნური. მე ვიცი, რომ ეს მას ძალიან არ მოსწონს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA