06/01/23796 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გელა ნიკოლეიშვილი - ვანო მერაბიშვილმა აგდებულად თქვა - „რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო“ და ამან გამოიწვია გიორგი შარაშიძის გაღიზიანება - ადგილი ჰქონდა 2-3-ჯერ ხელის და შემდეგ წიხლის მოქნევას

ვანო მერაბიშვილმა აგდებულად თქვა - „რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო“ - სწორედ ამან გამოიწვია გიორგი შარაშიძის მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა, - ამის შესახებ მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაპირისპირებისას ადგილი ჰქონდა „2-3-ჯერ ხელის და შემდეგ წიხლის მოქნევას“.
„ჯერ მიამსგავსა, შემდეგ დასაზუსტებლად ჰკითხა, ვანო ხარ მერაბიშვილიო?! მე ვარ ბუტა რობაქიძის მეგობარი, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძეო. როგორც თვითონ ამბობს, გიორგის აინტერესებდა მისი რეაქცია, რამდენად გამოხატავდა სინანულს, ან რამდენად აგდებულად უპასუხებდა. მან უპასუხა აგდებულად და თქვა - „რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო“. სწორედ ამან გამოიწვია მისი მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა“, - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, საქმის გაგრძელება ვანო მერაბიშვილის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
„როდესაც სასამართლო გაიმართება, ე.წ. დაზარალებულად ცნობილი ვანო მერაბიშვილი მოვა და იქ იტყვის - იყო რაღაც ინციდენტი, შეხლა-შემოხლა, თუნდაც ხელის მოქნევა, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი დაზიანება და არც ფიზიკური ტკივილი განმიცდია. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოსამართლე ვალდებული იქნება გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი, იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ეს საქმე, ან გაგრძელდება თუ არა,"-აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა შარაშიძე, თავად მერაბიშვილი კი საგამოძიებო ორგანოში ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,