06/01/23682 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

იარაღის ტაბუს დრო დასრულდა...კრემლში კბილების ღრჭიალი და rosTV-ზე ტირილი ძლიერდება - კულება

წელს უკრაინა მოკავშირეებისგან იარაღს მიიღებს, რომლის მოპოვებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა - წერს ფეისბუქზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და აღნიშნავს, რომ ამ მოლოდინს უკვე ადასტურებს 2023 წლის პირველი კვირა:
"ბორბლებიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, ბრედლი და მარდერის ჯავშანტრანსპორტიორი აშშ-დან და გერმანიიდან, დამატებითი გერმანული "პატრიოტის" ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. დაელოდეთ ახალი ამერიკული პაკეტის ანონსს!" წერს კულება.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკი ამ კვირაში "ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს" ატარებს და ყოველ დღე, სამ-ოთხ ლიდერთან აწარმოებს მოლაპარაკებებს იარაღის მიწოდების შესახებ.
"გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღება უშუალოდ მოლაპარაკებების დროს. ზოგიერთი დამტკიცებული იქნება მათი შედეგების მიხედვით. პრეზიდენტის იდეა იყო დიპლომატიური ახალი წელი დაუჩქარებლად, სუპერ ინტენსიურად და რაც შეიძლება ობიექტურად დაეწყო და ეს სამუშაო იძლევა კონკრეტულ შედეგებს.
ამ შრომისმოყვარეობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ძალების გმირობის წყალობით, პრეზიდენტის დიპლომატიურმა გუნდმა მოახერხა მოკავშირეების დარწმუნება: იარაღის ტაბუს დრო დასრულდა. გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ. მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: უკრაინის გამარჯვება. ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ეს არის კარგი ამბების კასკადი იარაღის შესახებ და კიდევ უფრო მეტი წინაა. და ყოველი ასეთი ამბების შემდეგ კრემლში კბილების ღრჭიალი და rosTV-ზე ტირილი უფრო და უფრო ძლიერდება.
ჩვენ გავაგრძელებთ გუნდურად მუშაობას უკრაინის და ჩვენი მცველების ყოველდღიური გაძლიერებისთვის, რათა ეს წელი იყოს გამარჯვების" წერს დმიტრო კულება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA