ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ტყუილი და თვალთმაქცობაა, როგორც უკანონო ანექსიები და რეფერენდუმები - მიშელი
არსებობს აგრესორი – ეს არის კრემლი და მსხვერპლი – უკრაინელი ხალხი. რუსეთის ძალების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ტყუილი და თვალთმაქცობაა, როგორც აბსურდული და უკანონო ანექსიები და მათი თანმხლები რეფერენდუმები- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Twitter-ზე - პუტინმა შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა.