06/01/23365 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"გადაარჩინე მიშა" - საქართველოსა და ევროპის ქალაქებში გამართულ აქციებზე Euronews სტატიას აქვეყნებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საქრთველოსა და ევროპის ქალაქებში გამართულ აქციებზე - "გადაარჩინე მიშა" სტატია მოამზადა საერთაშორისო მედია Euronews-მა. 
სტატიაში ხაზგასმულია, რომ აქციის მოინაწილეები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ავტორი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2021 წლის ოქტომბერში, დაპატიმრების შემდეგ გაუარესდა და აღნიშნულია, რომ მესამე პრეზიდენტმა  პატიმრობის გამო, პროტესტის ნიშნად არაერთხელ დაიწყო შიმშილობა. 
"ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში ცხოვრობდა, როდესაც მას 2018 წელს საქართველოში დაუსწრებლად მიუსაჯეს, ის [საქართველოში] დაბრუნებისთანავე დააკავეს. ამჟამად იხდის ექვსწლიან პატიმრობას საქართველოს ციხეში -  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ცემის მტკიცებულებების დამალვისთვის, როდესაც ის თანამდებობაზე იყო.მაგრამ მისი მხარდამჭერები თვლიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობა 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა",- ვკითხულობთ სტატიაში. 
ავტორი ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ექიმების თქმით, 55 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სწრაფად პროგრესირებადი დემენციით იტანჯება.
"ზოგიერთი მათგანი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს პატიმრობაში ყოფნისას მძიმე ლითონებით მის სავარაუდო მოწამვლასთან. ისინი სასჯელის შეჩერებასა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
თუმცა საქართველოს ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია და აცხადებენ, რომ ის ცდილობს ხელი შეუშალოს სასამართლო პროცესს და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები.",- აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილს:
"ასამართლებენ 2007 წლის ნოემბერში ანტისამთავრობო აქციის ძალადობრივი დარბევისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის საქართველოში შევიდა, სასაზღვრო კონტროლი გადალახა ისე, რომ რძის პროდუქტებით დატვირთულ სატვირთო მანქანაში დაიმალა. თუმცა, სააკაშვილმა ბრალდება უარყო" ,- ვკითხულობთ სტატიაში. 
სტატიის ავტორი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლზეც საუბრობს და წერს:
"საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახლა აქციის მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და ქართველი ექიმების ზეწოლის წინაშეა, რათა შეიწყალოს პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ამჟამად თბილისის კლინიკაში მკურნალობს. მათი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და ამას შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს",- ნათქვამია სტატიაში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA