05/01/23584 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მაკფოლი იმ პროპაგანდის ნაწილია, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ სოლიდურ თანხას იხდის - ვოლსკი

მაკფოლი არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, სადაც მაიკლ მაკფოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ წერს. ვოლსკის აზრით, მაკფოლის ინტერესიც იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების - საქართველოს დესტაბილიზაციის. 
"მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის. არ ვამბობ, რომ მაკფოლი პირადად ხელფასს იღებს აქედან, მაგრამ ისიც ამ პიარის ნაწილია, თუ თანაავტორი არა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რომ ეს ქვეყანა დაანგრიოს, იგივე ინტერესი აქვს მაკფოლს, რომ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი. სააკაშვილს შეკვეთას აძლევს, რომ ცუდად იყოს. ეს მათი გეგმაა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს, რა ინტერესი აქვს იმ შემადგენლობას, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის. ჯერჯერობით ვერ შეასრულეს, ვერც შეასრულებენ. ამ გეგმის ნაწილია მაკფოლიც. რა ინტერესი აქვს კუბილიუსს. ის ინტერესი აქვს, რა ინტერესიც აქვთ „ნაცმოძრაობას და მის ტელევიზიებს“ ამბობს ვოლსკი.
რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, პროფესორი მაიკლ მაკფოლი, რომელიც ამჟამად უკრაინის სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით "ვაშინგტონ პოსტში" სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიომ მიხეილ სააკაშვილის  ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას და რომ ეს  იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა. მისივე აზრით, ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.