30/12/22427 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თბილისში სუს-ისა და პოლიციის განყოფილებასთან სალონი გაქურდეს და ხელფასებად გასაცემი თანხა წაიღეს

ქურდობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ოფისიდან და პოლიციის რაიონული განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში -  კრიმინალური შემთხვევა თბილისის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ სულ ოციოდე მეტრის რადიუსში 24-საათის რეჟიმში მორიგეობენ სამართალდამცველები, ჯერჯერობით დაუდგენელმა ორმა მძარცველმა მაინც მოახერხა ესთეტიკის ცენტრში შეღწევა და ფულის წაღება.
უსაფრთხოების კამარების მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს, რომელშიც კარგად ჩანან თავად მძარცველები, ამ წუთებში გამომძიებლები სწავლობენ. მძარცველებს ქუჩაში ელოდებოდა ავტომობილიც. 
"ვაპირებდი ხელფასების გაცემას, დილით შემოვარდნენ, მანქანით მოვიდნენ, დაფიქსირებულია კამერაში თეთრი "პრიუსი". გაჩერდნენ აქ, პერიმეტრი დაათვალიერეს, გატეხეს და შევიდნენ" ,- ამბობს იმრან აივაზოვი "გენეზისის" ხელმძღვანელი. 
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სილამაზის ცენტრიდან 11 000 ლარზე მეტია წაღებული. ეს თანხა ობიექტს დღეს თანამშრომლებისთვის ხელფასების სახით უნდა დაერიგებინა. 
"აქვე არის პოლიცია, აქვე არის სუს და ასეთი განუკითხაობა არ ვიცი, ეს არის გამაოგნებელი, არ ხარ დაცული არაფრით,. სამსახურში მოდიხარ და არ იცი რა დაგხვდება", - ამბობენ ცენტრის წარმომადგენლები. 
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმდებები მიმდინარეობს: ობიექტიდან იღებენ ნიმუშებს, პოლიციელებს მიყვანილი ჰყავთ ძაღლი, ამოღებულია კამერის ჩანაწერები.  
ესტეტიკის ცენტრი "გენეზისი" დაახლოებით დილის 5 საათზე დააყაჩაღეს. დანაშაულიდან დააახლოებით 7 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ პოლიციელება თავდამსხმელების კვალზე გასვლა ვერ მოახერხეს. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY