25/12/22425 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ოჯახის თქმით, ვლადიმერ პუტინის მთავარი მტერი და ყველაზე გამოკვეთილი ოპონენტი ციხეში მოწამლეს - Dailymail მიხეილ სააკაშვილზე

"ოჯახის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინის მთავარი მტერი და ყველაზე გამოკვეთილი ოპონენტი ციხეში მოწამლეს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული Dailymail მიხეილ სააკაშვილის შესახებ. 
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია 4 მთავარ საკითხზე: 
  • ოჯახის მტკიცებით, პუტინმა ციხეში მოწამლა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
  • მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ციხეშია მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 
  • სააკაშვილი სასამართლოში ვიდეოს საშუალებით ჩართეს, იყო ძალიან სუსტად - ის საზღვარგარეთ მკურნალობას ითხოვს
  • ადვოკატი ამბობს, რომ პუტინი პასუხისმგებელია მის მოწამვლაზე მას შემდეგ, რაც ექიმებმა დარიშხანი აღმოაჩინეს
გამოცემა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდმა განუცხადა ევროპარლამენტს, რომ მამამისს უნდა მიეცეს საშუალება იმკურნალოს სხვა ქვეყანაში და "არსებობს ნიშნები, რომ ის მძიმე ლითონით მოწამლულია, აღმოჩენილია ვერცხლისწყალი და დარიშხანი სხეულში. ასე რომ, სიტუაცია მართლაც გადაუდებელია."
პროფესორმა დევიდ სმიტმა თქვა: "გონივრული რწმუნებით, ეს აგენტები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დაპატიმრების შემდეგაა აღმოჩენილი".
"პუტინმა ერთხელ თქვა, რომ მას „ბურთებით ჩამოკიდებდა“ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის დროს, რომელიც წარმატებით მოიგერია მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მისმა დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ მისი შვილი "სიკვდილის ზღვარზეა" და ვარაუდობს, რომ რუსეთის სახელმწიფომ მათი "მტერი" მოწამლა. დეკემბრის დასაწყისში მან თქვა, რომ სურდა თავისი აზრი გარკვევით ეთქვა, რომ ისინი არ ადანაშაულებენ საქართველოს მთავრობას მისი შვილის მოწამვლაში და დასძინა, რომ "სასიკვდილო მოწამვლა თუ მართლა მოხდა", ეს "უცხო ქვეყნის სტილშია". ... ვინც მიშას მტრად თვლის",- ვკითხულობთ სტატიაში. 
სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი მუშაობდა უკრაინის მთავრობაში, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში, სანამ სახლში დაბრუნდა 2021 წელს და სანამ მას დააკავებდნენ.
CNN-თან საუბრისას სააკაშვილის ადვოკატმა მასიმო დი ანჯელომ განაცხადა, რომ პუტინი "აბსოლუტურად" დგას მისი კლიენტის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესების უკან.
„ხალხს ავიწყდება, რომ 2008 წელს მან გააკეთა ის, რასაც ახლა აკეთებს უკრაინაში, სიბნელის საფარქვეშ შეიჭრა საქართველოში. ისევე, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი აკეთებს დღეს უკრაინაში, სააკაშვილი ფეხზე წამოდგა და იბრძოდა და ამის გამო კრემლი და კონკრეტულად პუტინი მისი მთავარი და ნომერ პირველი მტერი გახდა. ყველაფერი, რაც სააკაშვილმა გააკეთა ქვეყნის დასავლეთისკენ სვლისთვის, ეწინააღმდეგებოდა იმას, რაც პუტინს სურდა",- თქვა მან. 
Dailymail წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა საქართველოს მთავრობას, დაუშვას მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა თავის ქვეყანაში. ზელენსკიმ 55 წლის სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა უკრაინაში, ევროპაში ან შეერთებულ შტატებში.
ამავე სტატიაში საუბარია საქართველოს მთავრობის პოზიციაზე დაპატიმრებული პრეზიდენტის მიმართ და აღნიშნულია შემდეგ:
"საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ სააკაშვილი "სიმულირებს" საკუთარი მდგომარეობის სიმძიმეს, რათა უზრუნველყოს მისი გათავისუფლება. სააკაშვილი თვეების განმავლობაში არ გამოჩენილა საზოგადოებაში. ევროკავშირმა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "შემაშფოთებელი" უწოდა და მთავრობას სამედიცინო დახმარების გაწევისკენ მოუწოდა" ,- აღნიშნულია სტატიაში. 
სტატისი ბოლოს ავტორი წერს, რომ პოლიტიკური მოწამვლა, როგორც აქტი პუტნსა და მის მთავრობასთან წარსულშიც იყო ასოცირებული. მაგალითად კი მოყვანილია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმე. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA