ოკუპანტების წარუმატებლობა ბახმუტთან აძლიერებს განხეთქილებას რუსეთის არმიაში - ISW
რუსეთის მიმდინარე შეტევითი ოპერაციები ბახმუტში [დონეცკის ოლქი] იწვევს განხეთქილების პროვოცირებას ე,წ. "თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მებრძოლებსა და ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერის" დაჯგუფების წევრებს შორის. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ ანგარიშში წერს.
ISW ექსპერტები იხსენებენ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერის, დენის პუშილინის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ბახმუტში მათი და "ვაგნერის" ქვედანაყოფების ერთობლივი მოქმედებების შესახებ.
სამხედრო ბლოგერები ღიად გამოეხმაურნენ პუშილინის სიტყვებს და თქვეს, რომ შეტევითი ოპერაციები ამ რაიონში ექსკლუზიურად "ვაგნერელები" ხელმძღვანელობენ.
ექსპერტების აზრით, ეს მიუთითებს, რომ არსებობს მუდმივი და მზარდი უფსკრული თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებსა და "ვაგნერელებს" შორის.
ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ "ვაგნერის" როლი ბახმუტის მახლობლად ოპერაციებში, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს განხეთქილებას რუსეთის სხვადასხვა მებრძოლ ჯგუფებს შორის, განსაკუთრებით კი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა და მათი "არმიის" დისკრედიტაციას მოახდენს.