14/12/22420 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩასართავად სასამართლო მზადაა, თუმცა პენიტენციური სამსახურისგან ზუსტი პასუხი არ აქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩასართავად სასამართლო მზადაა, თუმცა პენიტენციური სამსახურისგან ზუსტი პასუხი არ აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ის პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დერეფნებში, საკანსა და პალატაში გადაღებული კადრების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.
„დღეს, რა შუამდგომლობასაც დავაყენებთ არის ის, რომ ვითხოვთ დაპატიმრებიდან დღემდე, საკანში, დერეფნებში, პალატაში ყოფნის კადრებსა და გადაღებულ ვიდეომასალას, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას უაზრო სპეკულაციებს. ამ ვიდეომასალას უკვე 6 თვეა ვითხოვთ. არ გვეძლევა შესაძლებლობა და ახლა მოსამართლის წინაშე დავაყენებთ ამ შუამდგომლობას. ასევე, ვითხოვთ, განცხადების დართვას. ჩვენ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურიდან გვაქვს უამრავი მასალა გამოთხოვილი, რაზეც არ მიგვიღია პასუხი. სამინისტრო დემონსტრაციულად გვეუბნება უარს. ამასაც დავაყენებთ. ეს ინფორმაციები ეხება, მაგალითად იმას, რა მიმოწერას აწარმოებდა სამინისტრო სტრასბურგში სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ ტიპის შუამდგომლობები იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დღეს საზოგადოება გაიგებს ექსპერტების ჩვენებებს და ისინი თავიანთ ჩვენებში დაასახელებენ იმას, რაც სჭირს. ახლა მქონდა კომუნიკაცია სასამართლოსთან, სასამართლო მზადაა, მომზადებულია მონიტორები, ყველაფერი და ელოდებიან პენიტენციურს. სასამართლოდან არის მზაობა და პენიტენციური და იუსტიციის სამინისტრო ვნახოთ რას გადაწყვეტს. იმედია არ მოხდება პატიმრის დამალვა და ევროკონვენციის დარღვევა, სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევა“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA