19/11/22458 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მხოლოდ ზელენსკის შეუძლია გადაწყვეტილების მიღება მოლაპარაკებებზე, აშშ მას ამისკენ არ უბიძგებს - კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია. როგორც კირბიმ აღნიშნა, აშშ-გან მოლაპარაკებების დაწყებაზე ზეწოლა არ ყოფილა და მათი პოზიცია თემასთან დაკავშირებით უცვლელია.
"ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიპლომატიური გზა საუკეთესო გადაწყვეტაა ჯარების გაყვანისთვის. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ზელენსკიმ უნდა განსაზღვროს არის თუ არა ან როდის იქნება მზად, ასევე როგორ გაიმართება ეს მოლაპარაკებები. შეერთებული შტატებიდან მას მოლაპარაკებებისკენ არავინ უბიძგებს", - თქვა ჯონ კირბიმ.
კირბიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ორი დღის წინ აშშ-ის გენერალმა, მარკ მილიმ თქვა, რომ რუსეთის წარუმატებლობის ფონზე, კიევს შეეძლო ესარგებლა და ომის დასრულებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო. 
"შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური გამოსავალი, იქ, სადაც რუსები პოლიტიკურად უკან დაიხევენ. შენ გინდა მოლაპარაკება, როცა უპირატესობა გაქვს, მოწინააღმდეგე კი დასუსტებულია და ეს შესაძლებელია - შესაძლოა, იყოს პოლიტიკური გადაწყვეტა", - თქვა მან.
თუმცა მედიასთან საუბრისას კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ არ აპირებს დისკუსიას რუსებთან უკრაინაში ომის დასრულებაზე, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ იქნება ამ საუბრის ნაწილი.
"ეს საუბრები არ იქნება, რადგან პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად თქვა, რომ ის ამისთვის მზად არ არის და თქვენ მას ვერ დაადანაშაულებთ", - აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY