"ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომლის მიზანიც ვითარების დაძაბვაა" - რუსეთის თავდაცვა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების განცხადებებს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ, პროვოკაციას უწოდებს, - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალება ТАСС ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.
"მიზანმიმართული პროვოკაციის მიზანი ვითარების დაძაბვაა. უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე რუსული განადგურების საშუალებებით არანაირი იერიში არ მიგვიტანია", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.