15/11/22577 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება - სუნაკი G20-ის სამიტზე

G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს "ბარბაროსული ომის" დასრულებისკენ მოუწოდა. სხდომას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრებოდა. მის წინაშე სუნაკმა უკრაინაში შეჭრა დაგმო და ომს არალეგალური, ხოლო რუსეთის მიერ სურსათისა და ენერგომომარაგების იარაღად გამოყენებას მიუღებელი უწოდა. აღსანიშნავია, რომ ეს მოსკოვის წარმომადგენელთან რიში სუნაკის პირველი პირისპირი შეხვედრა იყო. დასავლური მედია წერს, რომ ლავროვი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ეკონომიკური ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაზე იზოლირებულია, მსოფლიოს სხვა ლიდერები მასთან ერთად ტრადიციულ ფოტოს გადაღებაზეც კი უარს ამბობენ.
ლავროვის თანდასწრებით საუბრისას სუნაკმა აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის "წარმოუდგენელი სიმტკიცე" და პირობა დადო, რომ გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას "რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება".
"აღსანიშნავია, რომ პუტინმა არ ისურვა, ჩვენთან ერთად სამიტზე დასწრება. აქ რომ ყოფილიყო, იქნებ რაღაც საქმეები დაგველაგებინა. იმიტომ, რომ ერთადერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც შეიძლება ვინმემ მოიტანოს, არის ის, რომ რუსეთმა დატოვოს უკრაინა და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. რაც გარდამტეხია უკრაინისთვის, ისევე როგორც მსოფლიოსთვის. დიდი ბრიტანეთი გმობს ამ აგრესიას. მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და ჩვენ ვიმუშავებთ კონსტრუქციულად G20-თან, რათა შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესრიგი, რადგან ეს ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა", - თქვა სუნაკმა.
ცნობისთვის, 15-16 ნოემბერს ბალიზე G20-ის სამიტი იმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის რუსეთი და უკრაინაც. სამიტში მონაწილეობას იღებს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY