10/10/221 334 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია

კანონის პროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, სავიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.
პროექტის ინიციატორები პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები - ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე, სალომე სამადაშვილი და დავით უსუფაშვილი არიან.
პროექტის გათვალისწინებით, ზოგადი წესისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზის (C1 და C2 კატეგორიის) აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ინსპექტირების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
საკანონმდებლო შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას ფლობენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ და გავიდნენ მოქალაქეობიდან ან დაკარგეს იგი.
პროექტით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოსვლამდე წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება პირს, რომლის კუთვნილ ნივთებზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე გამოსახულია არასამშვიდობო სიმბოლიკა. თავის მხრივ არასამშვიდობო სიმბოლიკა ისეთ სიმბოლიკას გულისხმობს, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ და ფაშისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს ამ ტოტალიტარულ რეჟიმს; აგრეთვე სიმბოლიკას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან და გამოხატავს ამ აგრესიას. ამ უკანასკნელში იგულისხმება რუსული აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ისა და V-ს გრაფიკული გამოსახვა.
“ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დიდი რაოდენობით შემოდინება წარმოქმნის საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს, რომელიც დროულ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს. 2022 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართვიანობა 54%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის 21 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული “ნაწილობრივი მობილიზაცია“ დამატებითი იმპულსი აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის უამრავი მოქალაქისთვის, შემოსულიყვნენ საქართველოში.
თვალსაჩინოებისთვის: - მობილიზაციის გამოცხადებიდან სულ რამდენიმედღიან მონაკვეთში, 21-26 სექტემბრის პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის 53 136 მოქალაქე, ხოლო გავიდა 34 990. სხვაობა ქვეყნიდან გამსვლელ და შემომსვლელ პირთა შორის მკვეთრად გაიზარდა“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA