07/10/221 209 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

პრეზიდენტი ბაიდენი რეალურად მიიჩნევს პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეალურად მიიჩნევს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. 6 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, დემოკრატიული პარტიის დონორებთან შეხვედრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ პირველად არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი საფრთხე, თუ ყველაფერი ისევ ამ გზით გაგრძელდება. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ყოფილან კენედის და კუბის სარაკეტო კრიზისის დროიდან.
აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა 1962 წლის კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, ბირთვული ომი გამოწვია. ეს მოვლენები ცნობილია კარიბის კრიზისის სახელითაც. აშშ-ის მიერ თურქეთში საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსების პასუხად, საბჭოთა კავშირმა კუბაზე განათავსა სამხედრო ქვედანაყოფები, რომელთა არსენალში იყო ბირთვული იარაღიც.
უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებლობების ფონზე პრეზიდენტმა პუტინმა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი თავს დაიცავს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ამ საშუალებებს შორის ბირთვული იარაღიცაა.
პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს, რადგან მისი არმია მნივნელოვნად ჩამორჩენილია. „არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა იოლად გამოიყენო ტაქტიკური ბირთვული იარაღი და არმაგედონით არ დაასრულო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ვაშინგტონი დიპლომატიურ გამოსავალს ეძებს.
ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის ამ გამოსვლამდე ორი დღით ადრე, 4 ოქტომბერს, თეთრ სახლსა და პენტაგონში განაცხადეს, რომ არ აქვთ იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში, ან მის სიახლოვეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY