ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ანექსიის შესახებ ბათილად არის ცნობილი.
ამის შესახებ პრეზიდენტის 4 ოქტომბრის No687/2022 განკარგულებაშია ნათქვამი.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე.
ის აღნიშნავს, რომ 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის თანახმად, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია და ადასტურებს უკრაინის განუყოფელ სუვერენულ უფლებას აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვარზე.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის ზოგადი საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს და უკრაინის არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე 2003 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებას, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს გარემოებების ფუნდამენტური ცვლილების შედეგადაც კი, ხელშეკრულებების სამართლის 1969 წლის ვენის კონვენციის 62-ე მუხლის შესაბამისად.
ზელენს ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე ოფიციალურად უარს ამბობს. ის აღნიშნავს, რომ ეს უკრაინის პასუხია პუტინისადმი, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.