25/09/22777 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოყვება — აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების გზას აირჩევს, ეს მისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდება. ამის შესახებ სალივანმა ამერიკულ ტელეარხ NBC News-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და რესურსი, რუსეთის ხელისუფლებას ვესაუბროთ უმაღლეს დონეზე პირდაპირ, მოვისმინოთ მათი და ასევე, გადავცეთ ჩვენი მკაფიო გზავნილები. ეს არაერთხელ, ხშირად მომხდარა ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ასეთი კომუნიკაცია შედგა ბოლო დღეებშიც. ჩვენ არ გვინდა დავაკონკრეტოთ, კონკრეტულად ვის შორის ხდება მოლაპარაკება, რადგან გვსურს ამ საკომუნიკაციო არხების შენარჩუნება, რათა მათ ვუთხრათ, რა კატასტროფული შედეგები მოჰყვება, თუ ისინი დაადგებიან ბირთვული იარაღის გამოყენების ბნელ გზას“, — განაცხადა ჯეიკ სალივანმა NBC News-ის ეთერში.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საჯარო მუქარის ფონზე აშშ მას რატომ არ აფრთხილებს საჯაროდ წითელი ხაზების გადაკვეთის შესახებ, რაზეც სალივანმა უპასუხა:
„ნება მომეცით, ვთქვა ცხადად: თუ რუსეთი გადაკვეთს ამ ხაზს, ჩვენ გვექნება საფუძველი, პირდაპირ ვუთხრათ რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას, რა იქნება ის კატასტროფული შედეგები, რაც მოჰყვება მათ ქმედებას. მაგრამ ამის საჯაროდ თქმისგანაც არ შევიკავებთ თავს. ამას რუსეთისთვის მოჰყვება კატასტროფული შედეგები. აშშ და მისი მოკავშირეები იმოქმედებენ გაბედულად“, — აღნიშნა სალივანმა.
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არაერთხელ გააკეთა მინიშნება, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA