10/09/221 035 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სააკაშვილის განცხადებით, ფრონტიდან უმაგრესი ამბებია და მაქსიმუმ 2 კვირაში უკრაინის არმია ხერსონის მისადგომებთან იქნება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მაქსიმუმ 2 კვირაში უკრაინის არმია ხერსონის მისადგომებთან იქნება. სააკაშვილის შეფასებით, უკრაინის სრული გათავისუფლება და რუსეთის ტოტალური დამარცხება ამ ზამთრის შემდეგ საბოლოოდ გაფორმდება.
„უმაგრესი ამბები ფრონტიდან. უკრაინელებმა ბოლომდე გაათავისუფლეს 23 დასახლებული პუნქტი, მათ შორის სტრატეგიული ქალაქი ბალაკლეია ქვეყნის აღმოსავლეთში. ხალხი მათ ხვდება უკრაინის დროშებით. რუსები მასობრივად გარბიან ან ტყვედ ბარდებიან. ველით, რომ შემდეგ რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ ასევე ქალაქ კუპიანსკს, რითაც გადაკეტავენ დონბასის მომარაგების მთავარ რუსულ არტერიას. კუპიანსკის მერი უკვე გაიქცა, რუსეთის ჯარი გადის. ასევე, რამდენიმე კილომეტრით წინ წავიწიეთ სლოვიანსკთან და კრამატოსკთან. ბალაკლეია არის პირველი ქალაქი, რომელიც უკრაინელებმა დაიბრუნეს ბოლო თვეებში. მთლიანობაში, ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის გასაყარზე ჩვენებს აქვთ 80 კილომეტრიანი წინსვლა და 1000 კვ. კილომეტრი გათავისუფლებული. ამას ემატება 9 ახალი გათავისუფლებული დასახლებული პუნქტი ხერსონის ოლქში (წინა დღეებში კიდევ 7 იყო გათავისუფლებული, სულ გამოდის 16). ამერიკელებმა გუშინ დაამატეს “გაუბიცები” და ჰაიმარსები, ასევე რაკეტები შეტევითი ოპერაციებისთვის. მაქსიმუმ 2 კვირაში ჩვენი არმია იქნება ხერსონის მისადგომებთან.
რაც შეეხება ხარკოვის ოლქს, კუპიანსკის შემდეგ უკრაინელები წავლენ იზიუმზე. კუპიანსკი მნიშვნელობით პირველი, ხოლო იზიუმი მეორეა რუსეთის არმიის მომარაგებაში დონბასში. იზიუმის აღების შემდეგ დასრულდება ხარკოვის ოლქის გათავისუფლება. შემდეგი სამიზნე იქნება ხერსონის გათავისუფლების პარალელურად ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის გამოხსნა და შესაბამისად, რუსეთისთვის ყირიმზე სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა. ამის შემდეგ ყირიმიც, მარიოპულიც და დონეცკიც უკვე დროის საკითხია. უკრაინის სრული გათავისუფლება და რუსეთის ტოტალური დამარცხება საბოლოოდ გაფორმდება ამ ზამთრის შემდეგ.
როდესაც ვუყურებ თუ როგორ ხვდებიან უკრაინელები გათავისუფლებულ ტერიტორიაზე შესულ გამათავისუფლებელ ჯარისკაცებს, მეც ცრემლები მადგება თვალზე. იმპერია ჩვენს თვალწინ მარცხდება“, - ნათქვამია სააკაშვილის „ფეისბუქგვერდზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY