05/09/22834 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

კობახიძე: არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს

ვადამდელი არჩევნების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მას მიაჩნია, რომ წარუმატებლობისთვის არის განწირული ენმ-ის მიერ დაანონსებული ნებისმიერი აქცია.
„ისინი [„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები] რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ. რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თუ არ ვცდები [მელიას ბრიფინგზე] ეს სიტყვები იყო გამოყენებული: „უმძიმესი კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი არ არის. ამას საზოგადოება ხედავს (ერთმანეთთან დაპირისპირებას), ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები - სააკაშვილი და მელია ერთმანეთს ვერ იტანენ. ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაც არის გამოტანილი, უფრო მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები. ეს არის შიდა დაპირისპირებები, საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. აერიათ ქვეყანაში ვითარება, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა. ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, მათ შიდა დაპირისპირებებს. იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში", - მიიჩნევს ირაკლი კობახიძე.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე დაპირისპირების დასტურად სოციალურ ქსელში მიმდინარე დაპირისპირებას ასახელებს. „პირდაპირ საჯაროდ „ფეისბუკზე“ აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს", - შენიშნა მან.

პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ ბრიფინგი გამართა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მან განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA