10/07/22714 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საგანგაშოდ გაზრდილი მიგრაციის მაჩვენებელი - 1 წელში ქვეყანა 100 000-მა ქართველმა დატოვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობა 99 974-ია.
წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის 35%-ით მეტია.
წასვლის მიზეზად მოქალაქეები ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ასახლებენ.
"არ არის აქ არანაირი პერსპექტივა, რომ იმუშაოს ახალგაზრდამ. გოგონა მყავს, ფარმაცევტული დაამთავრა და ადგილს ვერსად შოულობს. ყველგან ნაცნობი უნდათ, ყველგან ფული უნდათ. ჩემი ახლობლები ზოგი იტალიაში, ზოგი საფრანგეთში, ზოგი პოლონეთში. ძალიან ბევრი. უჭირთ, საარსებო წყარო არ აქვთ", - ამბობს მოქალაქე. 
ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია, ეს კი ადამიანებს აიძულებს, ემიგრაციის რთული გზა აირჩიონ.
"ხალხს ურჩევნია, თავის ქვეყანაში იშოვოს სარჩო, ახლობლები არ მიატოვოს მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. სამწუხაროდ, ეს ციფრები უკვე საგანგაშოა, იზრდება. ეკონომიკურად ეს ათი წელი რომ არ დაგვეკარგა, ზრდა რომ გვქონოდა და განვითარება ყოფილიყო, სამართლიანი საზოგადოება რომ გვქონდეს უფრო, ვიდრე გვაქვს, სასამართლომ რომ მუშაობდეს და ის განწყობა რომ არ იყოს, რომ თუ ქართულ ოცნებასთან ახლოს არ ხარ, წარმატება ვერ გექნება, დარწმუნებული ვარ, ამდენი ხალხი არ წავიდოდა", - თქვა ექსპერტმა, გიგა ბედინეიშვილმა.
საქსტატი იმ ადამიანების რაოდენობასაც აქვეყნებს, რომლებმაც შენგენის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიმართეს. ასეთი დაახლოებით 15 ათასი ადამიანია. მათმა დიდმა ნაწილმა თავშესაფარი საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA