10/07/22877 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ენტონი ბლინკენი - ჩინეთს არ აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით - პეკინმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროში და გააძლიერა პრორუსული პროპაგანდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ჩინეთს არ აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ პეკინმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროში და გააძლიერა პრორუსული პროპაგანდა.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში რუსული აგრესიის თემა მან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ი-სთან თითქმის 5-საათიანი მოლაპარაკებების დროს განიხილა. ორივე მხარის მიერ „გულწრფელად“ შეფასებული მოლაპარაკებები ბლინკენმა და ვან ი-მ ბალიზე „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართეს.
„მე კვლავ ვუთხარი მინისტრს, რომ ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის დაახლოება გვაწუხებს“,- განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შორის საუბარი უახლოეს კვირებში შედგება.
ამასთან, კითხვაზე, რატომ თქვა უარი „დიდი ოცეულის“ ფარგლებში შეხვედროდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი კონტრუქციული დიპლომატიისთვის მზად არ არის.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ რუსეთი მოცემული მომენტისთვის მზად არის კონსტრუქციული დიპლომატიისთვის“,- განაცხადა ბლინკენმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA