07/07/221 089 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთმა საქართველოში FSB-ს ჯგუფი მოავლინა" - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთმა საქართველოში FSB-ს ჯგუფი მოავლინა. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ამ ჯგუფმა შექმნა "ოპერატიული ლეგენდა" იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სანქციების დაწესება საქართველოს ომში ჩართვის მიზნით ხდება.
"სანქციები მოახლოვდა, და არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. ახლა მინდა გაცნობოთ საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამ სანქციების საკითხის გადასაფარად, სპეციალურად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს, სანქციების დაწესება მიმდინარეობს იმის გამო, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა", - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, სწორედ FSB-ს გეგმის ნაწილი იყო მმართველი გუნდიდან სამი დეპუტატის - სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის გასვლა.
"უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი ადამიანის გამოყოფა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელთაც ეს უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ, FSB-ს მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა, კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ამ სამ ადამიანს აქვს ნულოვანი ნდობა. სწორედ ამიტომ, პირდაპირ "ქართული ოცნების" ლიდერებს მიეცათ დავალება FSB-ს ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად, მათივე ენით მიწოდება საქართველოს მოქალაქეებისთვის. სწორედ ახლა, ოფიციალურად მომაგრებული არიან კურატორები FSB-ს მხრიდან, რომლებიც ყოველდღიურად უკონტროლებენ "ქართული ოცნების" ლიდერებს გზავნილებს. უფრო მეტიც, გვაქვს სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართულები. ვაზუსტებთ ამ ინფორმაციას და დეტალურად მოგაწვდით", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა მოქალაქეებს მიმართა:
"როგორც კი გაიგებთ ომში ჩართვასთან დაკავშირებით ამ FSB-ში დაწერილ ნარატივს, იცოდეთ რომ ეს არის FSB-ს კურატორების დავალებით გაკეთებული განცხადებები. მიზანი ამ ყველაფრის არის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან გადაგვიყვანონ ომის თემებზე სასაუბროდ", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA